დავით ოქიტაშვილის თქმით, ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის პოსტს არ დატოვებს

გაერთიანებული პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ოქიტაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მან შესაძლოა ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინონ უსაფუძვლო უწოდა.
ოქიტაშვილმა “პირველს” განუცხადა, რომ პეტრიაშვილიდ ოჯახური კლანური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძლებს და მის უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას.
“კიდევ ერთხელ ვწრმუნდებით ჩემს სიმართლეში. როგორც ჩანს, ირაკლი პეტრიაშვილმა წესდება კარგად არ იცის, მე ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის პოსტს ვერ დამატოვებინებს, თუ ეს გადაწყვეტილება ხელოვნების პროფკავშირის ყრილობამ არ მიიღო. ყრილობამ 4 წლის ვადით უკვე ამირჩიეს. უნდა თუ არ უნდა 4 წელი ვიქნები კიდეც ამ თანამდებობაზე. სულ ცოტა ხანში შესაძლებელია პეტრიაშვილი თავად გადადგეს. მე ვგრძელებ ბრძოლას და ჩემს უკან უამრავი ადამიანია, რომელიც პეტრიაშვილმა დააშანტაჟა და დღეს ჩემს გვერდით დგანან. გუშინ კარგად გამოიკვეთამ რომ პეტრიაშვილს ოჯახური კლანული მმართველობა აქვს დამყარებული. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიწყვებ ფართო მასშტაბური ბრძოლას. და ბოლოს, გვახსოვდეს პროფკავშირი მისი წევრის უფლება-მოვალეობას უნდა იცავდეს, აქედან გამომდინარე უნდა პეტრიაშვილმა ჩემი უფლება დაარღვია და თუ არ გაჩერდება ეს ყველაფერი სასამარღლოში გადაინაცვლებს”, – განაცხადა ოქიტაშვილმა.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოქიტაშვილმა იურისტებთან ერთად ირაკლი პეტრიაშვილის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
14 სექტემბერს, გაერთიანებული პროფკავშირების არჩევნებში თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს. დღეს გამართულ ყრილობაზე პეტრიაშვილს 139-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი.
კენჭისყრაში მონაწილეობა 213-დან 203-მა დელეგატმა მიიღო. აქედან 2 დელეგატის ხმა გაბათილდა.
მიმდინარე არჩევნებზე პროფკავშირების თავმჯდომარეობისთვის სამი კანდიდატი – ირაკლი პეტრიაშვილი, დავით ოქიტაშვილი და ამირან ზენაიშვილი – იბრძოდა. თუმცა, ოქიტაშვილმა თავისი კანდიდატურა დღეს მოულოდნელად მოხსნა და საარჩევნო მარათონში პეტრიაშვილი და ზენაიშვილი დარჩნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები