რიმა ბერაძე გლობალურ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ გლობალურ ბიზნეს ფორუმში მიიღეს მონაწილეობა.
რიმა ბერაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობისკენ არის მიმართული.
საკრებულოს წევრმა ყურადღება ქვეყნის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ გარდამტეხ რეფორმებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტი თბილისის ეკონომიკური განვითარებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტიტუციონალურ მექანიზმს იყენებს.
,,შეღავათიანი გადასახადებიდან (განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში დაწყებულ ბიზნესზე) და ასევე გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებიდან გამომდინარე, საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის კარგ საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყანას წარმოადგენს’’,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
გლობალური ბიზნეს ფორუმი, რომელშიც 17 სხვადასხვა ქვეყნიდან სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და დელეგატებმა მიიღეს მონაწილეობა, საქართველოს ბანკისა და „საქართველოს ქალთა გაერთიანების“ ორგანიზებით სასტუმროში „The Biltmore hotel Tbilisi” გაიმართა.
ფორუმის მთავარი მიზანი მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობა და მათი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობის პოპულარიზაციაა.
ფოტო გალერეა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები