დიმიტრი ქუმსიშვილი: სარფის საბაჟოზე საქართველოს მხრიდან რიგები არ არის

​საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სარფის საბაჟოზე არსებულ რიგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან აღნიშნული პრობლემა არ დგას. მისივე თქმით, სარფის საბაჟოზე ჩართულია ონლაინ კამერები და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, ნახოს, რა ხდება საქართველოს მხარეს.
“ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ დგომა საზღვარზე, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს, რომ არ შეწუხდნენ. ჩემს პირველ მოადგილეს ჰქონდა შეხვედრა თურქეთის ელჩთან ამ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრა იქნება უკვე საბაჟოს ხელმძღვანელების დონეზე, რათა თურქულმა მხარემ მაქსიმალურად დააჩქაროს თავის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები. საბოლოო ჯამში, ჩვენ თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ, თუმცა რა თქმა უნდა, ხანდახან ხდება ისე, რომ მშენებლობის პროცესში მათ მხარეს შეიძლება იყოს შეფერხება. თანამშრომლობა თურქულ მხარესთან გვაქვს ყოველდღიური. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად ვეხმარებით”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სარფის საბაჟოზე პრობლემები იყო. სარფში შეკრებილები ირწმუნებოდნენ, რომ თურქი მებაჟეები ნეიტრალური ზონიდან უკან ახსნა-განმარტების გარეშე აბრუნებენ და რამდენიმედღიან შეზღუდვას უწესებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები