გიორგი ხანიშვილი გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური სისტემების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სილვია პაშკეს შეხვდა.
როგორც “კვირას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა აგროსექტორში სადაზღვევო მიმართულების გაძლიერებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამის სრულყოფის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გერმანიის მთავრობა და ევროკავშირი საქართველოში აგრარული დარგის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს, რაც ცალსახად უმნიშვნელოვანესია მთავრობის ინიციატივების რეალიზებისთვის.
სილვია პაშკეს განცხადებით, საქართველოში აგროსექტორი სწრაფად ვითარდება, რაც ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები