მამუკა კაციტაძე: გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც ასახავს ოპოზიციისა და პრეზიდენტის ხედვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

„მომავალი კვირას, გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც ასახავს ოპოზიციისა და პრეზიდენტის ხედვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ პრეზიდენტის მრჩევლების, ადმინისტრაციის უფროსის და საპარლამენტო მდივნის ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, შეთანხმება მიღწეულია პრინციპულ საკითხებზე.
„შეიძლება ითქვას, რომ ხუთპუნქტიანი საკითხთა წრე ჩამოყალიბდა, ეს არის: პრეზიდენტის არჩევნები, პარლამენტის არჩევნები, მთავრობის საპარლამენტო ზედამხედველობა, სასამართლოს თემა და უშიშროების საბჭო. რა თქმა უნდა, მუხლობრივად გაცილებით მეტია, მაგრამ ეს არის პრინციპული საკითხები, რაზეც შევთანხმდით. მომავალი კვირის დასაწყისში, გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნება ერთი მხრივ, ხელისუფლებას და მეორე მხრივ, ვენეციის კომისიას. მომავალი კვირის დასაწყისში იხილავთ საინტერესო კონსენსუსის შემცველ დოკუმენტს, სადაც ქვეყნის პირველი პირი დააფიქსირებს პოზიციას. რა თქმა უნდა, ყველას სურვილი გათვალისწინებული ვერ იქნება, მაგრამ გარკვეული პუნქტები გვერდზე გადავდეთ, რათა აბსოლუტურად კონსენსუსური დოკუმენტი მიგვეღო“, – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები