შავნაბადას მონასტერში ხანძარი ლიკვიდირებულია

შავნაბადას მონასტერში, კელიებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი ორსართულიან ხის ნაგებობაში დაახლობით ორი საათის წინ გაჩნდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 25-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი სახანძრო ტექნიკით მუშაობს და  ხანძრის ცალკეულ კერებს ამუშავებენ.
დამწვარია შენობის მეორე სართული.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ანთებული სანთელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები