ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან

ევროპარლამენტარები საქართველოს შენგენის ზონაში გაწევრიანების რეკომენდაციით გამოდიან, – ამის შესახებ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შესახებ მომზადებული ანგარიშის მომხსენებელმა, ლაიმა ანდრიკიენემ “პირველ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები და დაუახლოვდეს ევროკავშირს, რათა სხვა ევროპულ პროგრამებსა და ინიციატივებშიც ჩაერთოს. მათ შორის, ანდრიკიენემ ევროკავშირის საბაჟო კავშირიც დაასახელა.
„ევროპარლამენტი გამოდის რეკომენდაციით, ამ ქვეყნების შენგენის ზონაში ინტეგრაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერს დასჭირდება დრო, თუმცა ამ დროის განმავლობაში საქართველომ უნდა მიიღოს კანონები, მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. თუმცა, ჩემი აზრით, ადრე თუ გვიან, საქართველო გახდება შენგენის ზონის წევრი. ყველაფერი თქვენს სურვილზე, მონდომებასა და რეფორმებზეა დამოკიდებული. შეიძლება, ეს მოხდეს 10 წელიწადში ან უფრო ადრე“, -აცხადებს ანდრიკიენე.
ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების პირველი განხილვა სტრასბურგში 14 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები