ქობულეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

აჭარაში, ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
თვითმხილველების განცხადებით, ქობულეთში შემოვლით გზაზე მიკროავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
როგორც შსს-ში აცხადებენ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები