ბათუმში, კორპუსიდან გადმოვარდნილი ორი მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ორი მამაკაცი გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით 30 წლამდე ასაკის ორივე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც “კვირას”შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლია სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები