კიევში, ბასარაბსკის მოედანზე ავტომობილის აფეთქების დროს თემურ მახაური დაიღუპა

კიევში აფეთქების დროს თემურ მახაური დაიღუპა- ამის შესახებ უკრაინის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა. „დღეს, ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. ეს არის ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, ქალი, რომელიც მძიმედ დაშავდა და ექიმები მისი ჯანმრთელობისთვის იბრძვიან და ბავშვი, რომელიც გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, ამოქმედდა ასაფეთქებლი მოწყობილობა, რომელიც ავტომობილში იყო დამონტაჟებული.
გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა. მისი ვინაობა დადგენილია, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავასაჯაროებ, ეს პირი კრიმინალურ წრეებში ცნობილია და ჰქვია თემურ მახაური. მას ჰქონდა მჭიდრო კონტაქტები სხვადასხვა ჩეჩნურ წრეებთან. წელს ის უკრაინაშიც იყო დაპატიმრებული, მაგრამ საპროცესო გარიგების საფუძველზე გათავისუფლდა. მას ბრალად ედებოდა, თუ არ ვცდები, იარაღის უკანაონოდ შენახვა.
მან სასამართლოში დანაშაული აღიარა და 5-წლიანი პატიმრობა შეეცვალა სამი წლით. მაშინ მისი თანდასწრებით ამოიღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელშიც ეწერა, რომ შეიხ მანსურის ბატალიონის წევრი იყო“, – განაცხადა შევჩენკომ. თემურ მახაური რუსლან პაპასკირის და ჩეჩენი ალი დაბუევის სახელითაც არის ცნობილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები