ანტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – ამ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მამაკაცი სასტუმროში მუსიკოსად მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცი ნომერში შეუძლოდ გახდა.

მისმა მეგობარმა დახმარებისთვის სამედიცინო ჯგუფს მიმართა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ერთ-ერთი ვერსიით, სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებული დოზა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები