ქარიშხალ ირმას ათი ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალ „ირმას“ ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქარიშხალს უკვე მიენიჭა ყველაზე ძლიერი, მეხუთე კატეგორია.
ქარიშხალს ატლანტის ოკეანეში, ტერკსისკენ და კაიოკოსისკენაც ელოდებიან.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ქარიშხალი შესაძლოა, ამ რეგიონებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.
სინოპტიკოსების შეფასებით „ირმა“ ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც ატლანტის ოკეანეში ოდესმე დაფიქსირებულა.
მაიამის მერმა ტელეკომპანია „სიენენთან“ საუბრის დროს განაცხადა, რომ „ირმა“ „ბირთვული ქარიშხალია“.
მაიმიდან ადამიანების ევაკუაცია უკვე დაწყებულია.
ამერიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის განცხადებით, როდესაც ქარიშხალი ამერიკის სამხრეთ სანაპიროს მიუახლოვდება ის შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ამბობენ, რომ ამ სანაპოროებზე მცხოვრები ადამიანები არასდროს მდგარან მსგავსი საშიშროების წინაშე.
ქარიშხალმა „ირმამ“ მიწასთან გაასწორა კუნძულ ანტიგუა და ბარბუდას შენობების 90, ხოლო კუნძულ სენტ მარტინზე – 95 პროცენტი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, უახლოეს საათებში ქარიშხალი პუერტო რიკოს მიუახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები