ბადიაურში მომხდარ ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მომხდარ ავარიას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი “ჰონდას” და “ფორდის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები