სესიაშვილი კახიძეს: ჩემი რჩევაა, რომ გაერკვიოთ კრიზისების საბჭოს ფუნქციებში, მათ ინსტრუქციებში

თქვენ უსაფუძვლო კრიტიკით ცდილობთ, რომ დააკნინოთ ის სახელმწიფო სტრუქტურები, ინსტრუმენტები, რომლებიც ოფიციალურად არიან ამ ქვეყანაში მსგავსი ტიპის კრიზისების მართვის დასაძლევად, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი დეპუტატ ოთარ კახიძის მიერ კრიზისების საბჭოსთან მიმართებაში გამოთქმულ კრიტიკას.
სესიაშვილმა კახიძეს კრიზისების საბჭოს ფუნქციებში გარკვევისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, კრიზისების საბჭოს კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა ყალიბდება. ”ამ საბჭოს ჩამოყალიბების პროცესში პირველივე დღიდან ჩართული ვიყავი. შესაბამისად, მაქვს პატივი გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა ყალიბდება. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია ამ მხრივ. ბრიტანელი ექსპერტები ჩართულნი არიან და მაქსიმალურად გვიწევენ დახმარებას, ექსპერტიზას. თავად ბრიტანელების შეფასებით ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ანალოგია ”კობრას” ტიპის ბრიტანული მოდელის, თუმცა თავისი ეფექტური შესაძლებლობებით უფრო ეფექტურია. იმის ნაცვლად, რომ გვიხაროდეს და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ამ სისტემის რეპუტაციაზე და მოქმედებაზე, უსაფუძვლოდ ხდება კრიტიკა, რაც მისასალმებელი არ არის”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
“ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ბოლო თვეების განმავლობაში გაჩენილ ხანძრებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ სახელმწიფოში კრიზისების მართვის არაეფექტური მექანიზმი არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები