„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“

„ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება არის სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და მიახლოება დემოკრატიული სტანდარტების მაქსიმუმზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო მარათონის წარმატებით დასრულებისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს. „საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ წინა სესიის დასრულებამდე ხელისუფლება ისეთ ცვლილებებს დათანხმდა, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ოპოზიციაშია. მოქმედმა ხელისუფლებამ თავისი ნებით და სურვილით გადადგა ეს ნაბიჯი. ვგულისხმობ იმას, რომ რეგიონებში კანდიდატები ერთდროულად შეიძლება, მერის არჩევნებში მონაწილეობდეს და პროპორციულ სიაშიც იყოს. ჩვენ ცხელი ზაფხული გადავიტანეთ, შემოდგომაზე იქნება საარჩევნო ბატალიები. მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ჯანსაღი საარჩევნო მარათონი და იმისათვის, რომ ამ მარათონმა წარმატებით პოვოს დასასრული, ხელისფლება ყველაფერს გააკეთებს, ამის პირობას ვდებთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები