“შემოწირულობების ეს რაოდენობა ლოგიკურია, ჩვენ მეტის მობილიზება გვჭირდება, რათა ჩვენს მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია განვახორციელოთ”

შემოწირულობების ეს რაოდენობა ლოგიკურია. ჩვენ მეტის მობილიზება გვჭირდება, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია განვახორციელოთ, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ შემომწირველთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მხარი 856 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პარტიას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. შესაბამისად, შემოწირულობების ეს რაოდენობა ლოგიკურია. ჩვენ მეტის მობილიზება გვჭირდება, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია განვახორციელოთ და ამომრჩეველთან ის გეგმები და პროგრამა მივიტანოთ, რაც გვაქვს“, – აცხადებს თალაკვაძე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში, „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით, 4 555 993 ლარი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები