ვოლსკი სააკაშვილზე: პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, “როცა ბრალდებებზე მოქალაქეს გარკვეული პასუხები აქვს გასაცემი, რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება”.
“შეიძლება ზოგი ცდილობს პოლიტიკური რაკურსით განიხილოს ეს საკითხი, მაგრამ მთავარი აქ არის კანონის მოთხოვნა, რომელიც ამ ქვეყანაში და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს. ადამიანს გარკვეული პასუხები აქვს გასაცემი, ძალიან სერიოზულ შეკითხვებზე და სერიოზულ ბრალდებებზე. რასაკვირველია, პროკურატურა ვალდებულია მოითხოვოს ექსტრადირება.
მე რას ველოდები, ამის მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პროკურატურამ იმოქმედოს კანონთან შესაბამისობაში. არავითარი პროგნოზი არ გამაჩნია, თუ კანონს, წესს და საერთაშორისო ურთიერთობების მოთხოვნებს გავყვებით, ყველა შემთხვევაში საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ექსტრადირებულ ადამიანს არ ემუქრება არც პოლიტიკური დევნა და არც პოლიტიკური ნიშნით შევიწროება. ვფიქრობთ, რომ უკრაინა ამ მონაცემებს გაითვალისწინებს. ყველა დამატებითი შეკითხვა ამასთან დაკავშირებით, პასუხები და ინტერპრეტაციები, რომელიც ჩემი კოლეგების მხრიდანაა ეს მიმართულია იქითკენ, რომ პოლიტიკურ სკანდალის დამატებითი წინაპირობა შეიქმნას. ასე რომ, რაც ვთქვი ამის იქით არსებობს მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები და მეტი არაფერი”, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები