მოსკოვთან ახლოს ერთ-ერთ სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსნა

რუსეთში, მოსკოვთან ახლოს ერთ-ერთ სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. ბოროტმოქმედი დაკავებულია.
პოლიციის ცნობით, დაშავებულებს შორის არის 3 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. სკოლაში ინციდენტის  დროს პედაგოგების და მოსწავლეების ევაკუაცია განხორცილდა. ისინი სკოლის სპორტულ მოედანზე გაიყვანეს. დანაშაულის მოტივი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები