რუსთაველის თეატრი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსს აცხადებს

თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის მიზნით, რუსთაველის თეატრი 139-ე სეზონზე აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა რეჟისორებისთვის.
ინფორმაციას თეატრის მთავარი გვერდი ავრცელებს. შერჩეული კონკურსანტები ექსპერიმენტულ სცენაზე დადგამენ სპექტაკლს.

ძირითადი მოთხოვნები:

 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეჟისორს, რომლის ასაკიც არ აღემატება 30 წელს;
სასურველია, მონაწილეს დადგმული ჰქონდეს მინიმუმ სამი სპექტაკლი;
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შერჩეული ქართული ან უცხოური თანამედროვე პიესა და მისი ანალიზი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

 პროფესიული რეზიუმე
პირადობის მოწმობის ასლი
დიპლომის ასლი

დაინტერესების შემთხვევაში ინფორმაცია გაიგზავნება ელფოსტაზე:
info@rustavelitheatre.ge;
nutsa.kirikashvili@rustavelitheatre.ge;
ან რუსთაველის თეატრში
მისამართზე: რუსთაველის გამზ. #17

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 30 სექტემბერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები