ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ12-კმ18 მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის კმ1-კმ11 და კმ19-კმ24 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად, ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის 12-ე და 18-ე კმ მონაკვეთებზე არსებულ სახიდე გადასასვლელებს გამოერეცხა მისასვლელი გზა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები