“ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებდით, ბუნებრივია, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან”

სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩიხში შეიყვანა პროცესი. ამას ერთადერთი ახსნა აქვს – კონსენსუსის არმიღწევა, როგორც ჩანს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, ვენეციის კომისიის წევრებსა და უმრავლეობის ლიდერებს შორის შედგა კონსულტაცია, რა დროსაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მაღალი მიიღეს.
”ჩვენ ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებდით, მანამდე, ბუნებრივია, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შორის. სწორედ ასეთი კონსულტაციების შემდეგ გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადება. რაც შეეხება პროცესებს, ჩვენ ოპოზიციის მხრიდან უმარტივეს კითხვაზე მოვითხოვეთ პასუხი. პასუხის მიუღებულობის შემდეგ შეუძლებელი გახდა დისკუსიის წარმოება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის.
სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩიხში შეიყვანა პროცესი. ამას ერთადერთი ახსნა აქვს – კონსენსუსის არმიღწევა და  როგორც ჩანს, ეს იყო ოპოზიციის თვითმიზანი. ვენეციის კომისიამ დოკუმენტის ხარისხი შეაფასა მაღალ დონეზე და რადგან ოპოზიცია ხარისხზე ვერაფერს ამბობს, ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონსენსუსის არარსებობაზე. მათ ეგონათ, რომ ისინი მოგებულები დარჩებოდნენ, თუმცა ქართველი ხალხი დარჩა მოგებული, რომელმაც დახვეწილი კონსტიტუცია მიიღო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები