მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 10-კაციანი შემადგენლობით რჩება.
ცნობისათვის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარის ღია კერა აღარ ფიქსირდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს ვერტმფრენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები