მთავრობის წევრებმა მუსულმანებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
მთავრობის წევრებმა მუსულმანებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცეს. ჯუმა მეჩეთში დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ასევე კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ. მეჩეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტიც იყო დაგეგმილი, თუმცა მთაწმინდაზე ხანძრის გამო ვიზიტი გაუქმდა.
„ყურბან ბაირამი არის უდიდესი დღესასწაული ყველა მორწმუნე მუსულმანისთვის და მინდა მთელი მთავრობის სახელით მივულოცო მორწმუნე მუსულმანებს ეს დღესასწაული. ეს არის დღესასწაული სიკეთის კეთებისა და მშვიდობის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.