ალეკო ელისაშვილმა ცესკო-ში 20 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა წარადგინა
ალეკო ელისაშვილმა ცესკო-ში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დასარეგისტრირებლად 20 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა წარადგინა.
ელისაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის არამხოლოდ ხელმოწერები, არამედ 20 ათასი თბილისელის საპროტესტო გზავნილი ხელისუფლებისადმი. ეს არის გძავნილი, რომ ისინი უსამართლობას არ შეეგუებიან. მიმდა მიმვმართო ჩემ მხარდამჭერებს, რომ მე დავრწმუნდი რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებისთვისაც შეუძლებელი და წარმოუდგენელი არ არის საშიში და თქვენ მზად ხართ იბრძოლოთ ცვლილებისთვის“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.