მეხანძრეს, რომელიც მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის დროს შეუძლოდ გახდა, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს

მეხანძრე, რომელიც მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობის დროს შეუძლოდ გახდა, კლინიკაში არ გადაუყვანიათ, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის დროს, დაკვამლიანობის გამო, მეხანძრე შეუძლოდ გახდა და მას სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა, როგორც შსს-ში აცხადებენ, ცეცხლის საბოლოო ლიკვიდაციისა და პრევენციული ღონისძიებისთვის, პროცესში შსს-ს ვერტმფრენი მაინც ჩაერთო. ადგილზე იმყოფება 50-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქნარს და ბალახს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით, 2 ჰექტარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები