საგარეო უწყებამ შვეიცარიაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა დაიწყო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიაში გარდაცვლილი მამაკაცის გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა დაიწყო, – ამის შესახებ „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
“გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაგვიკავშირდნენ, მათ განცხადებით უკვე მომართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კომუნიკაცია აქვთ, ისინი გადმოსვენებასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვენ. მუშაობა გადმოსვენების პროცედურებზე უკვე დაწყებულია“, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის თანასოფლელი და მეგობარია.
ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ორივე ახალგაზრდა შვეიცარიაში 2 თვის წინ წავიდა და ლტოლვილად ჩაბარდა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. ახალგაზრდები გურჯაანიდან არიან.