გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში საველე შტაბის მორიგი თათბირი ჩაატარა

აბასთუმანში შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის მორიგი თათბირი ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები და შტაბის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა და სტრატეგია განიხილეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შერეულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში ხანძრის კერებთან იმყოფებოდა ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომელიც ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებს სხვადასხვა ცეცხლმაქრი ხელსაწყოსა და წყლის ჭავლის გამოყენებით ახორციელებდა. გამთენიიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო ავიაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები