გიორგი მღებრიშვილი: აბასთუმანში სიტუაციას ვაკონტროლებთ რაიმე განსაკუთრებული აქ არ არის

იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო მალე მოხდება ამ ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება ვიდრე წაღვერში.-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრი ვარაუდობს, რომ აბასთუმნის ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდება, რადგან, მისივე განმარტებით აბასთუმნის ხანძრის მასშტაბები წაღვერის ხანძართან შედარებით ნაკლებია.
“აბასთუმანში სიტუაციას ვაკონტროლებთ. რაიმე განსაკუთრებული აქ არ არის. კიდევ ერთხელ შემიძლია შევადარო ეს ხანძარი წაღვერისა და დაბის ხანძარს. აბასთუმნის ხანძრის მასშტაბები არც შეიძლება რომ ახლოს დავაყენოთ იმ ხანძართან, ბევრად უფრო ნაკლებია. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო მალე მოხდება ამ ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება ვიდრე წაღვერში”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები