გიორგი მღებრიშვილი: დღის ბოლოსთვის ჩვენი მეხანძრე-მაშველების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი ტყიდან გამოგვყავს

დღის ბოლოსთვის ჩვენი მეხანძრე-მაშველების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი ტყიდან გამოგვყავს. მორიგე ჯგუფები მცირე ოდენობით ადგილზე რჩებიან 24-საათიანი მორიგეობისთვის.-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
“დღის ბოლოსთვის ჩვენი მეხანძრე-მაშველების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი ტყიდან გამოგვყავს. მორიგე ჯგუფები მცირე ოდენობით ადგილზე რჩებიან 24-საათიანი მორიგეობისთვის. რელიეფი ძალიან რთულია და ღამე ცოცხალ ძალასაც უჭირს მუშაობა. მიუხედავად ამისა, მაინც ვტოვებთ გარკვეულ ნაწილს, რათა არ მოხდეს ღამე ხანძრის გავრცელება. დამატებითი გზების გაჭრა შეიძლება დაგვჭირდეს. წუხელ 5 კილომეტრამდე გაიჭრა გზა, დღეს კიდევ გაიჭრა გზები. გაჭრილი გზები ხელს შეუშლის ხანძრის გავრცელებას და ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკის შეყვანას ხანძრის კერებამდე”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები