შს მინისტრი: აბასთუმანში სიტუაციას მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, ჯარის ჩართვა საჭირო არ არის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმანში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარის ჩართვა საჭირო არ არის.
მისი თქმით, მიუხედავად რთული რელიეფისა, დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
„ჩვენ მაქსიმალურად გვიჭირავს სიტუაცია და ვაკონტროლებთ. რაც შეეხება ფართობს, ის დაითვლება მას შემდეგ, რაც მოხდება სრული ლიკვიდაცია. ხანძრის დროს ხდება დაკვამლიანება და შესაძლოა, ხანძარი იყოს სულ რაღაც 100 კვადრატულ მეტრზე, მაგრამ დაკვამლიანება იყოს ჰექტრობით ტერიტორიაზე”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები