გიორგი მღებრიშვილი: თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ ხანძრები შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი

თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ ხანძრები შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილი ბოლო დროს გახშირებული ხანძრების თაობაზე განაცხადა.
“გამოძიება ყოველთვის მუშაობს ყველა ვერსიაზე. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს… ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ”,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი ერთვება. უკრაინული თვითმფრინავი საქართველოში უახლოეს საათებში შემოვა.
ამავდროულად, თურქეთის რესპუბლიკამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ორი ვერტმფრენი და ერთი სამაშველო თვითმფრინავი გამოყო, რომელიც დღის მეორე ნახევარში გამოფრინდება. დახმარების მიღების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს ირანთან და აზერბაიჯანთან. დახმარების სურვილი გამოხატა საფრანგეთმა, რომელთანაც ქართული მხარე ასევე კონსულტაციებს აწარმოებს. აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. საგანგებო შტაბი 24- საათიან მუშაობას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები