აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თურქული ავიაციაც ჩაერთვება

საქართველოს თურქეთი აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებშიც დაეხმარება.
შესაბამისი კომენტარი საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუჩქუმ გააკეთა.
”გასულ კვირას თურქეთი იყო ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუწია საქართველოს. ახლა გავიგეთ აბასთუმნის ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლის თაობაზე. შესაბამისად, ახლაც მზად ვართ დავეხმაროთ ქართულ მხარეს და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩავერთვებით. გზაში არის ჩვენი ქვეყნის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ისინი დღის მეორე ნახევრიდან შეუერთდებიან ცეცხლის ჩაქრობის პროცესს. ეს არის ის, რაც უნდა გაუკეთოს მეგობარმა ქვეყანამ მეგობარ ქვეყანას”, – განაცხადა გუმრუქჩუმ.
საქართველოში დღეს ელოდებიან უკრაინულ თვითმფრინავსაც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აბასთუმანში ხანძრის ქრობის პროცესში დახმარების მზადყოფნა უკრაინასთან ერთად აზერბაიჯანმაც გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები