შს მინისტრი: ტყის ხანძართან საბრძოლველად საქართველომ დახმარებისთვის რამდენიმე ქვეყანას მიმართა, მათ შორის რუსეთი არ არის

ტყის ხანძართან საბრძოლველად საქართველომ დახმარებისთვის რამდენიმე ქვეყანას მიმართა, მათ შორის რუსეთი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მიმართვები გაგზავნილია და პასუხს ელოდებიან.
უკვე ცნობილია, რომ საქართველოს თვითმფრინავით უკრაინა დაეხმარება.
„უკრაინიდან ჩვენ ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვერტმფრენს. სულ უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ის გზაშია, ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში“, – განაცხადა მღებრიშვილმა. ​
მინისტრის თქმით, ცოცხალი ძალა და ტექნიკა საკმარისია და ამ კუთხით, დახმარება საჭირო არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები