“ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ, აბასთუმნის ხანძრის გამო, რუსეთს მადლობა 2006 წელს გადაუხადა

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, ხანძრის გამო, 2006 წელს რუსეთს მადლობა გადაუხადა. რუსეთმა „ნაცმოძრაობის“ დროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის მადლობა კურორტ აბასთუმნის ტერიტოტორიაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის „დაიმსახურა“.
ეს იყო 2006 წლის 14 აგვისტოს, როდესაც ცეცხლმა დაახლოებით 500 ჰა ფართობი გაანადგურა. მაშინდელი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობისთვის მადლობას რუსეთის გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყანას უხდის.

„კვირა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„2006 წლის 14 აგვისტოს ადიგენის რაიონში, კურორტ აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მძვინვარებდა, ლიკვიდირებულია. შესაბამისად, მთლიანად მოიხსნა ცეცხლის ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკისა და დასახლებული პუნქტებისკენ გავრცელების საშიშროება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ მადლობას უხდის თურქეთის რესპუბლიკისა და უკრაინის მთავრობებს, ასევე ბრიტანულ კომპანია BP-ს და კატასტროფაზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს, EADRCC-ს, რომლებმაც, სპეციალური თვითმფრინავებითა და სხვა ტექნიკის გამოყენებით, მნიშვნელოვანი ქმედითი დახმარება გაუწიეს საქართველოს ხელისუფლებას ხანძრის ლიკვიდაციის საქმეში.
საქართველო, ასევე, მადლიერია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციისა და ავსტრიის მთავრობების, რომლებმაც გამოხატეს დახმარების მზადყოფნა ადიგენის რაიონში სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – ნათქვამია მაშინდელ განცხადებაში, რომელიც 2006 წლის 21 აგვისტოს თარიღითაა გავრცელებული.
2006 წლის აგვისტოში, ადიგენის რაიონში, კურორტ აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი სოციალურ ქსელში პარლამენტარმა გია გაჩეჩილაძემ გაიხსენა.
„2006 წელს აგვისტოში კურორტ აბასთუმანში გაჩნდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარი, რომელმაც გაანადგურა 500 ჰექტარი უნიკალური ტყე!
რატომ მიმართა მაშინ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ რუსეთს დახმარებისთვის და მადლობაც გადაუხადა? მაშინ რუსეთს არ ჰქონდა ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია?“ – აღნიშნავს გია გაჩეჩილაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები