გიორგი მღებრიშვილი აბასთუმნის ტყეში ხანძართან საბრძოლველად სპეცტექნიკის ჩართვას აპირებს

აბასთუმნის მიმდებარედ გაჩენილ ხანძართან საბრძოლველად სპეცტექნიკის ჩართვა იქნება საჭირო.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, ხანძარი პრაქტიკულად უღრან ტყეში მძვინვარებს.
მინისტრის განცხადებით, ტყეში ცეცხლის ღია კერებიც არის.
„საკმად დიდი დაკვამლიანებაა. ცეცხლის ღია კერებიც არის. ადგილზე დაახლობით 100 მეხანძრე მუშაობს. სირთულეს ქმნის მიუვალობა. აქ პრაქტიკულად უღრანი ტყეა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ პრაქტიკულად 10-15 წელია ერთი ხეც კი არ მოჭრილა. სასწარაფოდ უნდა გამოვიძახოთ სპეცტექნიკა, რომ რამენაირად ვუშველოთ ამ ხალხს. ვერტმფრენი მუშაობს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები