შს მინისტრი: სოფელ სვირში ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთვება

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.
როგორც შს მინისტრმა განაცხადა, სოფელ სვირში ცეცხლის კერა ამ დროისთვის საგანგაშო არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორია არის საკმაოდ მიუვალი, კლდოვანი და ტექნიკას უჭირს მიახლოვება, ხვალ, დილის 7 საათიდან, ხანძრის ქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთვება.
„ვერტმფრენი იქნება ადგილზე, გამოძახებული გვყავს ცოცხალი ძალა, 200 კაცის შემადგენლობით. ხანძრის გავრცელების საშიშროება ჯერჯერობით არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი, რომელსაც დღეს ჩაუტარდა რეგლამენტი, დილიდან მწყობრში იქნება და ჩაერთვება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ნახევარ ჰექტრამდეა დამწვარი და ცეცხლი განელებულია. მისი გავრცელების საფრთხე არ არის”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
სვირში ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები