მიხეილ გიორგაძე: ფიტარეთში ვითარება უცვლელია

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ფიტარეთში სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მზად იქნება დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შესახებ.
მიხეილ გიორგაძე მედიას სთხოვს, რომ ფიტარეთთან დაკავშირებით არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
„იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას, პირველ რიგში, არ მივაწოდოთ არასწორი ინფორმაცია, ძალიან დიდი თხოვნა და რჩევა გახლავთ, რომ გადაამოწმოთ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, საიდანაც თქვენ მიიღებთ უტყუარ და სწორ ინფორმაციას“,- აღნიშნა მინისტრმა.
მიხეილ გიორგაძის თქმით, ფიტარეთში ვითარება უცვლელია.
„ფიტარეთში ვითარება უცვლელია, ვგულისხმობს იმას, რომ მოპოვება, როგორც ასეთი,  თუ დაიწყება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მზად იქნება სრულყოფილი დასკვნა გარემოზე ზეგავლენის შესახებ, რომელსაც დაეთანხმება სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, მანამდე არანაირ სამუშაოზე უბრალოდ საუბარი არ შეიძლება იყოს“,- განაცხადა გიორგაძემ.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიტარეთში გალავანი დაზიანებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები