ირაკლი კობახიძე: მმართველი გუნდი დღესაც მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი გამართოს

„მმართველი გუნდი დღესაც მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და დისკუსია გამართოს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ოპოზიცია თუ მოახერხებს იმ საკითხების ჩამოწერას, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს.
„მმართველმა გუნდმა გამოთქვა დიალოგის განახლების სურვილი. ეს სწორედ მმართველი გუნდის პოზიცია იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ამაზე გაუგებარი პასუხი მივიღეთ ოპოზიციისგან“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი ძალიან მარტივ კითხვაზე ითხოვდა პასუხს, რაც შესაძლებელს გახდიდა დიალოგის გაგრძელებას, თუმცა, მისი თქმით, დიალოგის გაგრძელებაზე პასუხი არ იყო შესაბამისი.
”აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიალოგის გაგრძელების სურვილს და მზადყოფნას, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე. მარტივი კითხვა დაისვა – რა არის ის საკითხები, რომელთა ასახვის შემთხვევაში ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს? ამ ძალიან მარტივ კითხვაზე ჩვენ პასუხი, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ. თუ ამ კითხვაზე პასუხი გაიცემა, ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ მზადყოფნას, რომ გაგრძელდეს დიალოგი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები