გიორგი აბაშიშვილი ბორჯომის ხეობაში მომხდარი ინციდენტის გამო შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის დავალებით, ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას ქართული ვერტმფრენის ინციდენტთან დაკავშირებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვერტმფრენი წყალზე ავარიული დაშვებისას გადაბრუნდა, თუმცა ამ დროისათვის პილოტისა და ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არავინ დაზიანებულა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სრული სურათი მათი მუშაობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად, მეგობარი ქვეყნების დახმარებით კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა – „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები