დავით სერგეენკო ბორჯომის ხეობაში დაშავებულებზე: მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ

“დაშავებულთა მდგომარეობა მსუბუქია და სავარაუდოდ, რამდენიმესაათიანი მეთვალყურეობის შემდეგ, მათ შეეძლებათ, დატოვონ სამედიცინო დაწესებულება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ღუდუშაურის კლინიკაში განაცხადა, სადაც დაშავებულები მოათავსეს.
სერგეენკოს თქმით, ეკიპაჟის წევრებს ამჟამად კვლევები უტარდებათ.
“არც ერთ მათგანს არათუ მძიმე, არამედ საშუალო ხარისხის დაზიანებაც არ აღენიშნება, ისინი აბსოლუტურად კონტაქტურები არიან, სასიცოცხლო ფუნქციები შენარჩუნებულია და პირველი რიგის კვლევები უკვე ჩატარდა. დაზიანებები არ აღენიშნებათ. მეორე რიგის კვლევების დასრულების შემდეგ, საბოლოოდ გვეცოდინება შედეგები. წინასწარი შეფასებით, მდგომარეობა მსუბუქია და სავარაუდოდ, რამდენიმესაათიანი მეთვალყურეობის შემდეგ, მათ შეეძლებათ, დატოვონ სამედიცინო დაწესებულება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა – „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები