ბორჯომში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე გიორგი მღებრიშვილი მივიდა

ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუართან, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი მივიდა.
გიორგი მღებრიშვილი არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.
ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუარის ავსებისას, ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია. ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ბორჯომის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადმოჰყავთ. ექიმების ინფორმაციით, მათ მხოლოდ გარე დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები