ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის კლინიკაში გადმოჰყავთ

ბორჯომის ხეობაში, წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ბორჯომის საავადმყოფოდან თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადმოჰყავთ.
ექიმების ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს მხოლოდ გარე დაზიანებები აღენიშნებათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში, წყლის რეზერვუარის ავსებისას, ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა. წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენი ქართულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები