გიორგი კვირიკაშვილი: კახა კალაძე ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია გამორჩეული ლიდერის თვისებები

კახა კალაძე ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც გააჩნია გამორჩეული ლიდერის თვისებები – მისი გახსნილობა არის მთავარი დამახასიათებელი თვისება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
“კახა არის სიახლეზე ორიენტირებული ადამიანი, მას თანამედროვე მიდგომები გააჩნა და თავი დაიმკვიდრა პოლიტიკოსად, რომლისთვისაც მთავარია ზნეობა და წესიერება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ კახა სუფთა ხელებით აუცილებლად პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება თბილისისთვის ახალი გადაშლილი ფურცელი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე შეაფასა.
“არჩილი არის ძალიან ორგანიზებული, ძალიან კარგი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შეასრულებს ამ მოვალეობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები