დაღუპულები და დაშავებულები – ყუბანში ავტობუსი ზღვაში გადავარდა

მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ჩრდილოეთ კავკასიაში,  კრასნოდარის მხარეში.  ათი პირი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი” ავრცელებს. წყაროს ცნობით, შემთხვევა ქერჩის მშენებარე ხიდის მახლობლად მოხდა. ავტობუსში კომპანია „ტამანნეფტეგაზის“ მუშები იმყოფებოდნენ. ისინი ღამის მორიგეობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც მანქანა ზღვაში გადავარდა.
დაღუპულთა შესახებ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ყუბანში დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.

ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ამახვილებს.  სააგენტო  “ტასის” ცნობით,  ავტობუსი 4 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მყვინთავები მუშაობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები