ესპანეთში მუსულმანი ქალი სასტიკად სცემეს – მიზეზი ტერაქტების გამო შურისძიებაა

მადრიდში ახალგაზრდების ჯგუფმა ჰიჯაბში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი სასტიკად სცემა.  ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ  ეს კატალონიაში მომხდარი ტერაქტის საპასუხო ნაბიჯი იყო – ისლამოფობიის მსხვერპლი ამჯერად 38 წლის მუსულმანი ქალი გახდა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება. უცხოური მედიის ცნობით,  თავდამსხმელებმა მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.  დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  პოლიციამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები