„ისლამური სახელმწიფო“ ესპანეთს მორიგი ტერაქტებით ემუქრება
ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო“ ესპანეთს მორიგი ტერორისტული აქტებით ემუქრება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა დღეს დილით გამოაქვეყნეს ვიდეორგოლი, სადაც “ისლამისტები” ესპანურ ენაზე ქვეყნის მიმართ მუქარას გამოხატავენ.
შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს ტერორისტებმა თავდასხმა მოაწყვეს ბარსელონაში, რომელზე პასუხისმგებლობაც დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ანალოგიური თავდასხმა ამავე დღეს მოხდა კამბრილშიც. საერთო ჯამში, ორივე ტერაქტის დროს 15 ადამიანი დაიღუპა და 130 დაშავდა.
სამართალდამცავების ცნობით, ტერაქტების ორგანიზებაში 12 ადამიანი მონაწილეობდა. ოთხი მათგანი დაკავებულია, 5 კი ლიკვიდირებულია. კიდევ ორი ექსტრემისტი და მათ შორის, თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი აბდელბაკი ეს სეტი ტერაქტებამდე ერთ დღით ადრე დაიღუპნენ ალკანარში მომხდარი აფეთქების დროს. იმ ფურგონის მძღოლი, რომელიც ბარსელონაში გამვლელებს შეეჯახა, 22 წლის მაროკოელი იუნეს აბუიაქუბი 21 აგვისტოს პოლიციის სპეცოპერაციისას მოკლეს.