ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან – ევაკუირებულია ასეულობით მოქალაქე
ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, პორტუგალიის საზღვრის სიახლოვეს გაჩნდა.
მომხდარის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავტომაგისტრალი გადაკეტა. ევაკუირებულია 300 ადამიანი. დამწვარია 20 ჰექტარის ფართობის ტერიტორია. ხანძრის გამო ქალაქ ვერინსა და ახლომდებარე სოფლებში რამდენიმე საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
ესპანეთის მეზობელი პორტუგალია უკვე ორი კვირაა ძლიერ ხანძრებს ებრძვის. ესპანეთმა მის დასახმარებლად ვერტმფრენები გაგზავნა. ივნისში პორტუგალიაში ტყის ხანძარს 63 ადამიანი ემსხვერპლა.