გურიაში მომხდარ ავტოავარიას ერთი ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა

გურიაში, სოფელ ჩიბათთან მომხდარ ავტოავარიას ერთი ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რაც მსუბუქ ავტომობილს დაეცა.
მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, კიდევ 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც 5 ან 5-ზე მეტი ადამიანის სიცოხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები