არჩილ თალაკვაძე: ხანძრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროკავშირთან, მივმართეთ აშშ-საც

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სტიქიის ზონაში მეზობელი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მეზობელი ქვეყნების ვერტმფრენები ხანძრის სრულ ლოკალიზებამდე დარჩებიან ქვეყანაში.
თალაკვაძის ინფორმაციის დახმარების თაობაზე მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც გრძელდება.
“მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენ მეგობრებთან. ხედავთ, რომ ვერტმფრენები გაუჩერებლად დაფრინავენ და გვიწევენ დახმარებას. მეგობარი ქვეყნების სპეცტექინკა სტიქიის ზონაში დარჩება, ვიდრე არ მოხდება ხანძრის ლიკვიდირება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-სთან და ისრაელთანაც. მივმართეთ ევროკავშირსაც”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები