გიორგი კვირიკაშვილი: პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, დღის მეორე ნახევარში კლიმატური პირობები გართულდა

ამ ეტაპზე გართულებული კლიმატური პირობების გამო, გვაქვს ცეცხლის კერები, რომელიც კონტროლირებადია. მუშაობას ვაგრძელებთ მძიმე ტექნიკით.-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბორჯომის ხეობაში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პრემიერის განმარტებით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა საჭიროა ინტენსიური მუშაობა, რათა გავლებული თხრილებით მოხდეს დროულად მისვლა საცეცხლე ადგილებამდე.
” პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, დღის მეორე ნახევარში კლიმატური პირობები გართულდა იყო ძლიერმა ქარმა გააძლიერა რამდენიმე კერა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკით ვიმუშაოთ, რათა დილისთვის მოვემზადოთ. დილით გავაგრძელოთ სამუშაოები ავიაციის მეშვეობით, ასევე შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის, რათა კერების ჩაქრობა მოხდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში შტაბი იმუშავებს, დილით კი ცხადი გახდება სურათი.
“ამ ეტაპზე გართულებული კლიმატური პირობების გამო, გვაქვს ცეცხლის კერები, რომელიც კონტროლირებადია. მუშაობას ვაგრძელებთ მძიმე ტექნიკით. ბევრი რამეა ქარზე დამოკიდებული. ხაზს ვუსვამ, რომ საფრთხე მოსახლეობის მიმართულებით არ არსებობს. საჭიროა ინტენსიური მუშაობა, რათა გავლებული თხრილებით მივიდეთ საცეცხლე ადგილებამდე, რომ მოვახდინოთ კერების ჩაქრობა, საიდანაც გავრცელების ყველაზე დიდი საშიშროებაა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები